მთავარი

საართველოს დაწყებითი განათლების პროექტი    

                                        G-PriEd .


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-priEd) “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელთათვის“.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა დაწყებით კლასების (I-VI) მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესებაში კითხვასა და მათემატიკაში. G-PriEd-ი ასევე ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ინოვაციური ტრენინგპროგრამისა და სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების დანერგვასა და განხორციელებაში. 2012 წლიდან პროექტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შექმნა და შერჩეულ საჯარო სკოლებში დანერგა უამრავი რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და მათემატიკის სწავლას ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს ხდის სასწავლო პროცესს.  ინოვაციური მეთოდების გამოყენება გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს კითვასა და მათემატიკაში დაწყებით კლასებში.ამასთანავე  სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისათვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობები.


No comments:

Post a Comment