Tuesday, January 26, 2016


     2015 წელს ქ. ახალციხის №2 საჯარო სკოლა ჩაერთო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-priEd) “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელთათვის“.  2012 წლიდან პროექტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შექმნა და შერჩეულ საჯარო სკოლებში დანერგა უამრავი რესურსი, რომლებიც ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და მათემატიკის სწავლას, ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს ხდის სასწავლო პროცესს. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის დახმარებით ინოვაციური მეთოდების გამოყენება გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს კითვასა და მათემატიკაში დაწყებით კლასებში.